სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის, პრიმოს მხარდაჭერით, Lamborghini Tbilisi-სა და საქართველოში, ჩოგნების საერთაშორისო ბრენდის, Babolat-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის პარტნიორობით, პადელის სამოყვარულო ტურნირი გაიმართა. ჩემპიონატს კუს ტბის პადელის კლუბმა უმასპინძლა და მისი მთავარი ინსპირაცია, ორი კომპანიის, გლობალური თანამშრომლობა იყო. სამოყვარულო ტურნირში, ჯამში 90 მონაწილე იყო ჩართული.
“მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა და ყოველთვის ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ისეთ აქტივობებს, რომელიც სრულად არის მორგებული პრიმო მომხმარებლის ცხოვრების სტილს. პრიმოს მთავარი დაპირება კომფორტი, სიმარტივე და მოქნილობაა – სწორედ ის, რაც აღნიშნული ტურნირის მთავარი ინსპირაცია იყო,” – აცხადებენ ალდაგში;
პრიმო ალდაგის პრემიუმ ბრენდია და საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე, მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება, კონსიერჟის მომსახურება.
