საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, არმიდა სალსია ალისჯაჰბანას შეხვდა, რომელიც საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ESCAP-თან ნაყოფიერ თანამშრომლობას და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს.
განიხილეს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ამ მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და სატრანზიტო პოტენციალზე. აღინიშნა, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობა ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნის თვალსაზრისით და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ამ პროექტში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობებისა და სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას ემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან