სლოვაკეთის სასამართლომ 72 წლის მამაკაცს, რომელმაც გასულ წელს რობერტ ფიცოს ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მამაკაცს, რომელმაც გასულ წელს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სლოვაკეთის სასამართლომ 72 წლის იურაი ცინტულას, რომელმაც 2024 წლის მაისში ფიცოს ესროლა, ტერორიზმის ბრალდებით 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაკავებულს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სლოვაკეთის უზენაეს სასამართლოში შეუძლია.
შეგახსენებთ, მწერალმა იურაი ცინტულამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს გასულ წელს ქალაქ ჰანდლოვაში ოთხჯერ ესროლა. ცინტულას განცხადებით, მას ფიცოს მოკვლა არ სურდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს