გახარიას გარე პატრონებმა რეალობას ჩახედეს თვალებში – ირაკლი კირცხალია

გახარიას გარე პატრონებმა რეალობას ჩახედეს თვალებში – ირაკლი კირცხალია
„მათმა გარე პატრონებმა რეალობას ჩახედეს თვალებში და შეხედეს, რეალურად რა მოცემულობაა ჩვენს ქვეყანაში. მიიღეს დავალება, რომ აი შებრძანდით პარლამენტში და შემოვლენ“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გახარიას პარტიის წევრების მიერ პარლამენტსა და საკრებულოებში თავიანთი ადგილების დაკავებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
კირცხალიას თქმით, უცხოელ პარტნიორებს მოუწევთ რეალობასთან შეგუება და მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ „ქართულ ოცნებას“ ესაუბრონ პარტნიორულად, ესაუბრონ ისე და იმ ფორმატში, სადაც როგორც მათი ინტერესები, ასევე საქართველოს ინტერესებიც უმაღლეს დონეზე იქნება გათვალისწინებული. „გულწრფელად რომ გითხრათ ეს რამეს მოუმატებს საპარლამენტო ცხოვრებას ან დააკლებს, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარი ფაქტი არის ერთი, რომ მათი პატრონები მიხვდნენ და რეალობას ჩახედეს თვალებში. მათ ყოველთვის მივმართავდით, რომ თქვენ არ გიდევთ საზოგადოების პულსზე ხელი, ქვეყანაში რა მოთხვნებია, რა შეხედულებებია, ყოველთვის ვეუბნებოდით და კიდევ ვეტყვით ჩვენს პარტნიორებს, რომ მოუწევთ იმ რეალობასთან შეგუება, რომელი რეალობაც დგას ჩვენს ქვეყანაში.
იმ ღირსეულ გადაწყვეტილებებთან მოუწევთ თვალებში ჩახედვა, იმ გადაწყვეტილებებთან, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის დაცვა, რასაც ჰქვია რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა და მოუწევთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, მიუხედავად იმ დიდი სურვილისა, რომ ეს ყველაფერი გააბითურონ და გადაგვიყვანონ მათ დღის წესრიგზე, როგორც თავის სხვა პროქსი-სახელმწიფოებზე აკეთებენ და მცდელობები აქვთ, ამას ნათლად ვხედავთ ევროპის შუაგულშიც, სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებთან მიმართებით, ჩვენთან ეს არ გამოუვათ და მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გვესაუბრონ პარტნიორულად, გვესაუბრონ ისე და იმ ფორმატში, სადაც როგორც მათი ინტერესები, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიც უმაღლეს დონეზე იქნება გათვალისწინებული“- განაცხადა კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს