თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თურქეთის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადაუხადე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს ირაკლი .

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო