სტალინი და სარწმუნოება | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე პოზიტიურ კონტექსტში გამოსახულმა სტალინმა ნამდვილად დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, იმდენად რომ საპატრიარქომ საბოლოოდ თქვა, რომ ეს ხატი უნდა გადაკეთდეს და იქიდან სტალინის გამოსახულება გაქრეს. ალბათ ამაშიც ირონიანარევი სიმბოლიზმია – ადამიანი, რომელიც 80 წლის წინ თავად შლიდა მისი ოპონენტებისა და ხალხის მტრებად გამცოხდებული პირების სახეებს ოფიციალური ფოტოებიდან, ახლა თავად უნდა გადაშალონ.
მაგრამ ერთი, რომ ვინმე მატრონასთან მისი შეხვედრა არ დასტურდება, მეორე რომ თავად ეს ეპიზოდიც კანონიკის დარღვევით იყო შედგენილი და მესამე – ჩვენ ვსაუბროიბთ დიქტატორზე, რომელმაც მილიონობით ადამიანს დახვრეტა მიუსაჯა მხოლოდ იმის გამო, რომ ძალაუფლებაზე, ჭეშმარიტებაზე, რელიგიაზე, მართვაზე და საერთოდ ყველაფერზე სიცოცხლის ბოლომდე მონოპოლია შეენარჩუნებინა.
სტალინის მიერ დახვრეტილთა შორის 500 000 სასულიერო პირი იყო, რომელთა მოწამეობრივი სიკვიდილი და ცხოვრება წმინდა მატრონასგან განსხვავებით, კარგადაა შემონახული ისტორიული ფაქტებით. თენგო გოგოტოშვილმა გაადავლო თვალი, როგორ იყენებდა სტალინი ეკელსიას პოლიტიკისთვის, როცა ეს დასჭირდა, და როგორ იყენებს თანამოდროვე პუტინისტური რეჟიმი იგივე სტალინის ხატს – ხალხში შიშის დასათესად და იმპერიული სენტიმენტების გასაღვიძებლად.

ვიდეო