პოლონეთმა და ლიეტუვამ საკუთარი მაგისტრალები Via Baltica-ს ტრასით შეაერთეს (ვიდეო)

პოლონეთმა და ლიეტუვამ საკუთარი მაგისტრალები Via Baltica-ს ტრასით შეაერთეს – მარშრუტით, რომელიც სუვალკიის კორიდორზე გადის.
🔻Via Baltica ერთერთი უმნიშვნელოვანესი ევროპული ტრასაა, რომელიც ვარშავას, კაუნასს და ვილნიუსს ერთმანეთთან აკავშირებს და შემდეგ მიდის ჩრდილოეთით – ლატვიის, ესტონეთის და ფინეთის მიმართულებით.
გზის ბოლო მონაკვეთი, რომელიც ვარშავას კაუნასთან აერთებს, დღეს საზეიმოდ გახსნეს კაროლ ნავროცკიმ და გიტანას ნაუსედამ.
ახალი მაგისტრალი NATO-ს ძალებს საშუალებას მიცემს, უმოკლეს დროში გადაისროლონ ჯარები და ჯავშანტექნიკა ბალტიის რესპუბლიკების დასაცავად, ასევე ამ გზას დიდი ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას