არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: ეკლესია პირველ რიგში სინდისია, რომელიც უნდა იდგეს სიმართლის მხარეს მაშინ, როცა მთელი სამყარო დუმს

“ეკლესია არ არის მხოლოდ ტაძარი, იერარქია, სამოსი და რიტუალი. ეკლესია პირველ რიგში სინდისია, რომელიც უნდა იდგეს სიმართლის მხარეს მაშინ, როცა მთელი სამყარო დუმს. დუმილი, როდესაც ამდენი უსამართლობა ხდება, უკვე თანამონაწილეობაა ბოროტების საქმეში.
სამწუხაროა, როცა მოძღვრად დადგენილნი და მოძღვართ მოძღვარნი ისმენენ მხოლოდ ამა სოფლის ძლიერთა ხმას, მაგრამ ვერ ამჩნევენ ტკივილს, რომელიც ხალხის გულში ჩუმად ტირის.
ჭეშმარიტი მღვდლობა არ არის კომფორტის ტახტი, არამედ ჯვარი, და ვინც ამ ჯვარს თავს არიდებს, ის თავად ტოვებს ქრისტეს გზას. სიმართლის მთქმელი მღვდლები კი დღეს იდევნებიან არა იმიტომ, რომ შეცდნენ, არამედ იმიტომ, რომ სინდისი არ გაყიდეს.
სისუსტე ვერ გადაფარავს შიშს, ხოლო დუმილი ვერ გადაარჩენს ეკლესიას. ვინც დუმილს ამართლებს, იმას ავიწყდება, რომ დუმილმა შესაძლებელია გადააქციოს ეკლესია ინსტიტუციად, რომელიც მხოლოდ ფორმით არის ცოცხალი, მაგრამ სულიერად მკვდარია.
ღმერთი კი მუდამ იმათთან დგას, ვინც არ ღალატობს სინდისს, ვინც ხმას იღებს და ამბობს სიმართლეს მაშინაც კი, როცა ეს ხმა მარტოა, უმცირესობაშია.
და იქნებ სწორედ ეს მცირერიცხოვანი სინდისიერი სული, ეს „დამცირებული ჭეშმარიტება“, გახდეს ნიშანი იმისა, რომ ქრისტეს სინათლე ჯერ არ ჩამქრალა ჩვენს მიწაზე” – წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)