ქეთა ციცქიშვილის დაკავებაზე: მისი სიმამაცე თავისუფალი საქართველოს სულია

“ფორმულას” ჟურნალისტის, ქეთა ციცქიშვილის დაკავებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმიანება. პლატფორმა X-ზე წერს რომ, ციცქიშვილის საქციელი და პოზიცია ასახავს თავისუფალი საქართველოს სულს და კიდევ ერთხელ მიუთითებს სიტყვისა და პრესის თავისუფლების მნიშვნელობაზე ქვეყანაში.
ქეთა ციცქიშვილი, რომელიც დეკემბერში დაჯილდოვდა სამოქალაქო სიმამაცისა და სიმართლისადმი ერთგულებისთვის, ახლა პატიმრობაშია – „გზის ბლოკირების“ ბრალდებით.
მისი სიმამაცე წარმოადგენს თავისუფალი საქართველოს სულს.
დღეს სამი ჟურნალისტი იმყოფება ციხეში.
მაგრამ სიმამაცის დასჯა ვერ შეაჩერებს თავისუფლებას, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
“ფორმულას” ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გუშინ გამოაცხადა.