მაღალი ტემპერატურა, ყელის, თავის, სახსრების ტკივილი და ხველა – საქართველოში ერთდროულად 15 ვირუსი ცირკულირებს

მაღალი ტემპერატურა, ყელის, თავისა და სახსრების ტკივილი, ხველა – საქართველოში, ერთდროულად, 15 ვირუსი ცირკულირებს. განსაკუთრებით საყურადღებო კი 3-ია, მათ შორის H1N1-ია. დაავადებათა კონტროლის – საშიში ინფექციების საწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში, რესპირატორული ინფექციების მომატებულია.
ლაბორატორიულად შესწავლილი ნიმუშების 37% – H1N1-ია, 17% – რესპირატორულ სენსიტიური ვირუსები, 9% -ადენოვირუსებია, დანარჩენი დადასტურებული შემთხვევები, სხვადასხვა სეზონურ გრიპსა თუ მწვავე ინფექციურ დაავადებაზე მოდის.
სეზონური ვირუსების სიმპტომები იდენტურია – დიაგნოსტიკა მხოლოდ ლაბორატორიაშია შესაძლებელი. სწრაფი და პსრ ტესტის მეშვეობით აღებული მონაცემების შესწავლა რამდენიმე საათში ხდება. “მეგალაბის” ცენტრში, მხოლოდ ერთ დღეში, გრიპის 400 – მდე ნიმუში გამოიკვლიეს. დადგინდა, რომ, H1N1 – თან ერთად, პაციენტს შესაძლოა სხვა ტიპის ვირუსებიც ჰქონდეს.
2 წლის პატარა “იაშვილის” კლინიკაში გრიპის გართულებული სიმპტომებით შეიყვანეს. ანდრია გაბრიაძეს ერთდროულად H1N1, რესპირატორული სენსიტიური ვირუსი და რინოვირუსი აქვს. ამ სეზონზე, მსგავსი ფაქტი პირველად დაფიქსირდა. კლინიკის დირექტორს პაციენტი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს.
გრიპი, ყველაზე რთულად, 5 წლამდე ბავშვებში მიმდინარეობს. ის მარტივად გადამდებია, თუმცა რთულდება სხვადასხვა თანმდევი ქრონიკული დაავადების შემთხვევაში.
კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ყველას ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება. სამედიცინო დაწესებულებებში, ამ ეტაპზე, არც ადგილების პრობლემაა.
სეზონური გრიპების გავრცელებაში საგანგაშოს ვერც ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ხედავს. თენგიზ ცერცვაძე გვარწმუნებს, რომ ა ტიპის ვირუსი, H1N1- პანდემიურ სახეს ვერ მიიღებს. ამბობს, რომ იმუნიტეტის გაძლიერება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი, რომელიც ჯერ კიდევ მარაგშია.
პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე, ინფიცირებულმა ჯერ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს. თუ გამოვლინდა საერთო სისუსტე, მაღალი სიცხე, ხველა, სურდო, თავისა და კუნთების გაუსაძლისი ტკივილი, სამედიცინო ჩარევა და ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ასეთ დროს არის საჭირო. H1N1, მსოფლიოს მასშტაბით, 171 ქვეყანაშია გავრცელებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში