CNN: მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გადაიდო

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ აღარ გაიმართება მიმდინარე კვირაში შეხვედრა, თუმცა, CNN-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს განსხვავებული მოლოდინები ჰქონდათ ში რუსეთის შეჭრის შესაძლო დასრულების მიმართ.
გუშინ, 20 ოქტომბერს სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. CNN-ს საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ უთხრა, რომ მათ შორის შესაძლოა ამ კვირაში კვლავ გაიმართოს სატელეფონო საუბარი.
სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს საუბრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შედგა “კონსტრუქციული განხილვა”, ამასთან, კრემლმა საუბარი შეაფასა, როგორც “კონსტრუქციული დისკუსია”. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტს, -ში საუბრის შემდეგ თქვეს, რომ განხილული იქნა პრეზიდენტებს შორის 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდგომი ნაბიჯები და სახელმწიფო მდივანმა “ხაზი გაუსვა მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, როგორც შესაძლებლობას მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის, რომ პრეზიდენტ ს ხედვის შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით ითანამშრომლონ”.
16 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის ინიციატორი რუსეთი იყო. ამ საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უახლოეს 2 კვირაში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, ეს დაადასტურა კრემლმაც.
კრემლში შეხვედრის შესაძლო ადგილად უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი დაასახელეს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამის მიზეზად უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ს “კარგი ურთიერთობა” დაასახელა.