მედია – აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტის განხილვა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე გადადო

სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნის განცხადებით, რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორებისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის გამართვამდე შეჩერებულია, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ვფიქრობ, ისინი ამაზე ფიქრობენ – ვნახოთ, როგორ ჩაივლის ეს შეხვედრა პუტინთან რამდენიმე კვირაში“, – განუცხადა ტუნმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ის მჭიდრო კონტაქტშია რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემთან, რომელიც სანქციებთან დაკავშირებით თეთრ სახლთან კოორდინაციას ახორციელებს.
„ვფიქრობ, სულ მცირე, ახლა [გრეჰემი] თეთრ სახლთან მუშაობს იმის დასადგენად, იქნება თუ არა ნაყოფიერი დაგეგმილი შეხვედრა“, – დასძინა ტუნმა.
მეორე წყარომ, რომელიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, დაადასტურა, რომ კანონპროექტის განხილვა ტრამპ-პუტინის შეხვედრის დასრულებამდე, ფაქტობრივად, შეჩერებულია.
ცნობისთვის, რუსეთის სანქციების შესახებ კანონპროექტს 80-ზე მეტი თანასპონსორი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!