პუტინს ტრამპთან შესახვედრად უნგრეთისკენ გზა შესაძლოა, ბულგარეთმა გაუხსნას

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ბუდაპეშტში შესახვედრად, მას შემდეგ, რაც შეხვედრა ოფიციალურად დაინიშნება, უნგრეთში ჩასასვლელად დასჭირდება ევროკავშირის კიდევ რომელიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის გავლა.
ში ომის გამო ევროკავშირის საჰაერო სივრცე სთვის დახურულია, თუმცა წევრი სახელმწიფოების მთავრობებს საჰაერო სივრცის დროებით გასახსნელად ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ.
ეს შესაძლოა, ბულგარეთის მთავრობამ გააკეთოს.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გეორგ გეორგიევმა 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ბულგარელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი არანაირ ძალისხმევას არ მიმართავს უკრაინაში ომის დასასრულებლად და ბულგარეთი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს.
შეკითხვას, მისცემს თუ არა ბულგარეთი რუსეთის დელეგაციას უნგრეთში ჩასასვლელად თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას, მინისტრმა უპასუხა რომ ჯერ შეხვედრის ოფიციალურად დანიშვნას უნდა დაელოდონ და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ტექნიკურ დეტალებზე საუბარი.
ამასთან, გეორგიევმა თქვა, რომ თუ მშვიდობის მიღწევის ძალისხმევას შეხვედრა სჭირდება, ლოგიკურია, რომ ის ორგანიზებული იყოს ყველა შესაძლო საშუალებით. ჟურნალისტების შეკითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბულგარეთი პუტინს საჰაერო დერეფანს გაუხსნის, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეკითხვით უპასუხა – როგორ უნდა ჩატარდეს შეხვედრა, თუ რომელიმე მონაწილე ჩასვლას ვერ შეძლებს?
გეორგ გეორგიევმა ხაზი გაუსვა ბულგარეთის პოზიციას, რომ უკრაინის გარეშე არაფერი არ უნდა გადაწყდეს და ბულგარეთი გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
16 ოქტომბერს -ის პრეზიდენტი რუსეთის ინიციატივით ტელეფონით ესაუბრა ვლადიმირ პუტინს. ამ საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს ორ კვირაში გეგმავს პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრას. შეხვედრის დაგეგმვა კრემლმაც დაადასტურა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, პესკოვის განცხადებით, შეხვედრის ადგილად უნგრეთი შეარჩიეს, რადგან პუტინს და ტრამპს კარგი ურთიერთობა აქვთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანთან.
უკრაინის პრეზიდენტმა მ 19 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბუდაპეშტი შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილი არ არის, რადგან უნგრეთის პრემიერი ხშირად ბლოკავს უკრაინისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ჟურნალისტებს უთხრა, რომ უსიამოვნოა, როცა ადამიანი, რომლის დაპატიმრების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს გაცემული, ევროკავშირის ქვეყანაში ჩადის.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს, რომელიც უკრაინას ხშირად აკრიტიკებს, ტრამპთან და პუტინთან კარგი ურთიერთობები აქვს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უნგრეთმა, ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობისგან განსხვავებით, უარი თქვა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, ხშირად აფერხებდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიღებას და არ შეწყვიტა რუსული ნავთობის და გაზის შეძენა.
ბუდაპეშტში ჩასვლის შემთხვევაშუ პუტინს არც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დაპატიმრება ემუქრება. 2025 წლის გაზაფხულზე უნგრეთმა სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ფორუმი