საბერძნეთში ქართველები დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით

საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომელთაც ბრალად ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა ედებათ.
როგოც ბერძნული მედია წერს, 7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია.
მედიის თანახმად, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში კიდევ 13 უცხოელი იმყოფება, რომელთაგან 7-ზე დეპორტაციის პროცედურები დაიწყო.
მედიის ცნობით, პოლიციამ სახლების და საწყობების ძარცვის 35 ფაქტი, 1 ყაჩაღობის და გამოძალვის 2 ფაქტი გახსნა. მათივე ცნობით, ამოღებულია პისტოლეტი, რევოლვერი, რამდენიმე ვაზნა, ცეცხლსასროლი იარაღი, გასაღებები, საკეტები და კარების სახელურები, ელექტრონული მოწყობილობები, ნახატები, სამკაულები, მაჯის და ჯიბის საათები და ა.შ.
ბერძნული მედიის თანახმად, გამოძიებიდან ირკვევა, ბრალდებულებმა, სულ მცირე, 2022 წლის ოქტომბრიდან დააარსეს და შეუერთდნენ კრიმინალურ ორგანიზაციას. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედებებით 200 000 ევროზე მეტი მიიღეს, ხოლო რიგ შემთხვევებში მათი მონაწილეობის გამოძიება მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, გამოძიება გრძელდება მათი დანაშაულებრივი ქმედების სრული მასშტაბის და ამოღებული ნივთების წარმომავლობის დასადგენად, რომელიც სავარაუდოდ, მოპარულია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან