რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა და თქვა, რომ გზა გადაკეტა

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა და თქვა, რომ გზა გადაკეტა.
„მე ცოტა ხნის წინ ვიყავი იმ სავალ ნაწილზე [რუსთაველის გამზირზე] და გადავკეტე გზა ჩემს სხვა თანამებრძოლებთან ერთად. ამას აქვს მოტივი, მე მგონია, რომ თუ გვინდა გადავრჩეთ და ამ ყველაფერს ვუწოდოთ ბრძოლა, ეს ყველაფერი უნდა იყოს წინააღმდეგობა. დღეს წინააღმდეგობა მხოლოდ სავალ ნაწილზეა…
ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ მოვიდე ამ დაწესებულებაში, რომელსაც პოლიციას ვეღარ ვუწოდებ, თვითმარქვია პოლიცია, არალეგიტიმური სტრუქტურაა, და მათ უნდა ვუთხრა, რომ ჩემი მეგობრები და ჩემი თანამებრძოლები როგორც დააკავეს და დაატყვევეს, დამატყვევონ ზუსტად იგივენაირად, იმიტომ რომ გუშინაც, გუშინწინაც, დღესაც მე ვკეტავდი ამ გზას და რატომღაც ჩემთან არ გამოჩნდნენ და ამიტომ, მე მოვედი ახლა მათთან“, — განაცხად გიორგი თავართქილაძე „ფორმულასთან“ ჩართვისას , სანამ პოლიციის განყოფილებაში შევიდოდა.