: მოვა დრო და დაუბერავს სუფთა ჰაერი მთელს საქართველოში და მაშინ იგრძნობს რეჟიმის ყველა საყრდენი, იმ სუნს, რომელიც მათ ასდით

ფილოსოფოსი :
დგას იმედის ჟურნალისტი და რაღაც სიბინძ… კაი, იდეალურად გაწონასწორებულ და სათნოებით აღსავსე სიუჟეტს აკეთებს აქციიდან. ამ დროს კადრში შემოდის დემონსტრანტი პოსტერით, ან ჩაუვლის კამერას და დაიძახებს “ცეცხლი ოლიგარქიას!”…
მეორე დღეს ყველა სამთავრობო ტელევიზია ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს; ყველა სამთავრობო ჩმ… ჟურნალისტი ფეისბუქზე დიდ სტატუსს წერს ჟურნალისტურ სოლიდარობაზე და იმაზე, თუ როგორი უნამუსოები არიან ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტები, სოლიდარობას რომ არ გამოხატავენ ნატანჯი ჟურნალისტების მიმართ.
გუშინ ვახო სანაია დაიჭირეს. დღეს ქეთა ციცქიშვილი.
რამე გესმით? სადმე ვინმემ რამე სტატუსი დაწერა? ქეთასაც ძალიან კაარგად იცნობენ და. ვახოსაც. ნაცნობობას რომ თავი დავანებოთ, ჟურნალისტები ხომ არიან? ჟურნალისტები, რომლებიც დაიჭირეს.
ეგრეა მეგობრებო. სისტემა სადმე ცენტრში კი არ იხრწნება მხოლოდ. მთელი მისი სხეული თანაბრად გახრწნილია. თითოეული მისი უჯრეთი ასახავს მთელს ამ ნაგავს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია და მთელი ხომ წარმოადგენს და წარმოადგენს მის თითოეულ უჯრედს.
მოვა დრო და დაუბერავს სუფთა ჰაერი მთელს საქართველოში და მაშინ იგრძნობს რეჟიმის ყველა საყრდენი, იმ სუნს, რომელიც მათ ასდით და რომელზეც ასე ძლიერად გვერევა უკვე გული.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)