რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი… – საქართველოს ტოპ-10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის იანვარ-სექტემბრის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორი ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტში კვლავ რუსეთია.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 509.219 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 21.7%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის 1-ელ 9 თვეში რუსეთში ექსპორტმა 498.365 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, შესაბამისად, წლიურ ჭრილში ჩრდილოელ მეზობელთან ექსპორტი 2.2%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ტოპ-10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
· რუსეთი (509.2 მლნ. აშშ დოლარი);
· თურქეთი (210.970 მლნ. აშშ დოლარი);
· ჩინეთი (197.111 მლნ. აშშ დოლარი);
· ბულგარეთი (191.148 მლნ. აშშ დოლარი);
· სომხეთი (138.664 მლნ. აშშ დოლარი);
· აზერბაიჯანი (135.060 მლნ. აშშ დოლარი);
· შვეიცარია (80.059 მლნ. აშშ დოლარი);
· ყაზახეთი (65.730 მლნ. აშშ დოლარი);
· იტალია (64.407 მლნ. აშშ დოლარი);
· აშშ (61.889 მლნ. აშშ დოლარი)
bpn.ge




