ესპანეთის ჩემპიონატში პირველი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას ბარსელონამ. კატალონიელებმა სტუმრად, მალაგაში უნიკახა დაძაბულ ბრძოლაში – 83:77 დაამარცხეს და თორნიკე შენგელია 18 ქულით ბომბარდირი გახდა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს გახლდათ ბარსელონას პირველი გამარჯვება საწყისი 2 წაგების შემდეგ. შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო და კატალონიელებმა ბოლოსკენ მოახერხეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. თორნიკემ არასრულ 23 წუთში 18 ქულა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
შენგელია მარგი ქმედების კოეფიციენტით (19) და ქულებით (18) ორივე გუნდში გამორჩეული იყო, შედეგად, მატჩის MVP გახდა. ბარსელონა ერთი მოგებით და ორი წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 ოქტომბერს, ბრეოგანს უმასპინძლებს.
დღესვე, ბექა ბურჯანაძის გრანადამ ბასკონიასთან დაძაბულ ბრძოლაში განიცადა მარცხი – 80:83. გრანადა ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ სეზონში პირველი გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვა.
ბურჯანაძე არასრულ 16 წუთში თავის გუნდს 7 ქულით, 4 მოხსნით და 1 დაფარებით დაეხმარა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ისროლა ზუსტად. გრანადა 0 მოგებით და 3 წაგებით მე-17 ადგილზეა, 25 ოქტომბერს კი ფორსა ლეიდას ეთამაშება.
GBF.GE
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო “ბაიერნში” – გერმანულმა გუნდმა “მილანი” დაამარცხა
შენგელია საუკეთესო იყო – “ბარსელონა” სახლში დამარცხდა
შენგელიას 10 ქულა და “ბარსელონას” მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბექა ბურჯანაძის ლიდერობით “ლეიმა კორუნამ” “ბარსელონა” დაამარცხა და შანსი შეინარჩუნა
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი – “ბარსელონა” “დუბაისთან” დამარცხდა
შენგელიას 10 ქულა და “ბარსელონას” მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძისა და შერმადინის გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონატში საჭირო მოგებები გაიფორმეს
[VIDEO] შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – “ბარსელონამ” ევროლიგაზე “მაკაბი” დაამარცხა
“როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე” – რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
“ამას ნამდვილად არ ველოდი” – რას წერენ “ბარსელონას” ფანები თორნიკე შენგელიაზე?
შენგელია საუკეთესო იყო – “ბარსელონა” სახლში დამარცხდა
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე “გრანადას” კალათბურთელია
[VIDEO] შენგელიას 12 ქულა – “ბარსელონამ” ევროლიგაზე “ვალენსია” დაამარცხა
შერმადინი “ტენერიფეს” უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
