“გაგრას” ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში

“გაგრას” მწვრთნელად ჟელკო ლიუბენოვიჩი დაინიშნა, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური:
“საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ ახალი მთავარი მწვრთნელი სერბი სპეციალისტი – ჟელკო ლიუბენოვიჩია
ლიუბენოვიჩს მრავალწლიანი სამწვრთნელო და საფეხბურთო გამოცდილება აქვს ევროპულ საფეხბურთო სივრცეში. პროფესიული კარიერის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის ამპლუაში, რაც დღეს კლუბის განვითარებისა და პროგრესის მნიშვნელოვანი რესურსია.
ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში გუნდთან და დაიწყო მზადება ოფიციალური დებიუტისთვის, რომელიც 21 ოქტომბერს, გორის „დილას“ წინააღმდეგ გაიმართება.
საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ წარმატებებს უსურვებს ჟელკო ლიუბენოვიჩს ახალ ეტაპზე და დარწმუნებულია, რომ მისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება გუნდის წინსვლის საფუძველი იქნება”.
ლიდერი შეიცვალა… “გარეჯმა”, “ტორპედომ” და “იბერია 1999”-მა მოიგეს
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ეროვნული ლიგა. V ტური. “კოლხეთი” – “გაგრა” [LIVE]
დაბრუნებაც, დებიუტიც… “იბერია 1999”-მა და “დინამო ბათუმმა” მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
“საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი” – “გაგრას” ბელარუსი მეკარე
ეროვნული ლიგა. III ტური. “დინამო” (ბთ) – “გაგრა” [LIVE]
“დინამო თბილისმა” “სამგურალს” მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
სტუმრების დღე: “სამგურალმა” და “გარეჯმა” მოიგეს