რკინიგზით ტვირთბრუნვა $179 მლნ-ით შემცირდა – იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთია

გასული წლის 11 თვეში რკინიგზით ტვირთბრუნვამ 1,235 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 179 მლნ დოლარით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში რკინიგზით ვაჭრობამ 1,414 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში რკინიგზით გადაზიდული 1,235 მლრდ აშშ დოლარის ტვირთებიდან, 1,051 მლრდ აშშ დოლარი იმპორტზე, ხოლო 183,758 მლნ აშშ დოლარი ექსპორტზე მოდის.
საქსტატის მონაცემებით, გასული წლის 11 თვეში, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია , რომელთანაც ტვირთბრუნვის მოცულობამ 742,426 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, შემდეგია აზერბაიჯანი – 107,145 მლნ აშშ დოლარით და სომხეთი – 81,257 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება ექსპორტს, ამავე საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან ყველაზე მეტი, 30,043 მლნ აშშ დოლარის ტვირთი გაიგზავნა აზერბაიჯანში, 12,350 მლნ აშშ დოლარის სომხეთში, ხოლო10,175 მლნ აშშ დოლარის – ბულგარეთში.
გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც გასული წლის იანვარ-ნოემბერში, რკინიგზის მეშვეობით, ყველაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ და ვიყიდეთ.
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 673,559 მლნ აშშ დოლარი
მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 79,477 მლნ აშშ დოლარი
წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 48,701 მლნ აშშ დოლარი
ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები – 27,178 მლნ აშშ დოლარი
კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა – 23,018 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
მინერალური და მტკნარი წყლები – 71,783 მლნ აშშ დოლარი
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 22,202 მლნ აშშ დოლარი
კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას – 20,688 მლნ აშშ დოლარი
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 12,244 მლნ აშშ დოლარი
მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 10,175 მლნ აშშ დოლარი
წყარო: bpn.ge