ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ გეგმაზე, რომელიც 2028 წლიდან რუსული გაზისა და ნავთობის აკრძალვას ითვალისწინებს

ევროკავშირის საბჭომ განსაზღვრა თავისი პოზიცია რეგლამენტის REPowerEU–ს შესაბამისად რუსული გაზის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტასთან დაკავშირებით, სრული აკრძალვის საბოლოო ვადად 2028 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. ამის შესახებ საბჭოს პრესსამსახურმა განაცხადა.
რეგლამენტის საბოლოო ტექსტი ჩამოყალიბდება ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც მხარს უჭერს დაჩქარებულ ეტაპობრივ გაუქმებას – უკვე 2027 წელს.
ევროკავშირის საბჭოს წინადადების თანახმად, რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ორწლიანი გარდამავალი პერიოდით: 2025 წლის 17 ივნისამდე დადებული მოკლევადიანი კონტრაქტები დაშვებული იქნება 2026 წლის 17 ივნისამდე, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტები 2028 წლის 1 იანვრამდე.
ვრცლად liga.net – ზე