გოჩა მირცხულავა: მაგრამ მაგიდაზე არ იდგა ჭიქა ღვინო, რომლითაც “ეს პოლიციელი” ქალბატონი აზას მიერ გაგრაში დაკრძალული ქართველი ჯარისკაცის მოსაგონარს შესვამდა…

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
ამ პოლიციელებს: დედა და მეუღლე თბილ საჭმელს დაახვედრებს; მამა, ძმა და და – ჯიგარი ხარ და გვეამაყებიო ეტყვიან; ძმაკაც- მეგობრები ჭიქას მიუჭახუნებენ; რომელიღაცას “ნაშაც” ეყოლება და ქურდულად ყალბ სითბოს გაუნაწილებს; მეზობლები ისევ ეტყვიან გამარჯობას; მათი შეფი, რომელსაც ც და გაგრაც ფეხებზე ჰკიდია – შეაქებს; შვილები სიხარულით მიეგებებიან მონატრებულ მამებს და ზოგი ალბათ ვერც ხვდება, რომ მათმა საამაყო “ვაშკაცმა” მამიკომ, რამდენიმე საათის წინ, პატარა დემატრეს მამა დააკავა, საკუთარი თითებით (!) ვიღაც უნცობი ქართველისთვის საფლავის მიმჩენი ქალბატონი აზა უტიფრად დააპატიმრა.
თუმცა უფროსები გადასარევად ხვდებიან და იციან, რომ მათეს, ანდროს, მზიას, საბას… სასამართლო პროცესზე ეს საამაყო შვილი, ძმა, ძმაკაცი, მეზობელი, საყვარელი – ცრუ მოწმე იყო და სანაცვლოდ სახლში პრემიაც მოიტანა დ ყველა მათგან შეხვდა პიწკინა გოჭის რაღაც ნაწილი… “ნაშას” კი ფული… გამოცვლილ – ახალ მანქანაშიც სრულიად კომფორტულად ჩაასვენეს საკუთარი უკანალი და აგუტინის თუ კირკოროვის ჰანგებსაც მიუგდეს ყური….
ჰო, წუხელვე თუ არა დღეს, მათ სახლში თბილი საჭმელი დაახვედრეს… მაგრამ მაგიდაზე არ იდგა ჭიქა ღვინო, რომლითაც “ეს პოლიციელი” ქალბატონი აზას მიერ გაგრაში დაკრძალული ქართველი ჯარისკაცის მოსაგონარს შესვამდა…
მე მკლავს ქართული პოლიცია !