თამარ ჩერგოლეიშვილი – გახარიას პარტია აღარ არსებობს, მისი ნარჩენები თავს რას შეაფარებენ, უმნიშვნელოა – დავით ბაქრაძეც შევარდა 2020 წლის პარლამენტში და რა? ბოლოს როდის ნახეთ?

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას – საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტასა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ „გახარიას პარტია აღარ არსებობს“.
„გახარიას პარტია აღარ არსებობს. მას განაჩენი 4 ოქტომბერს გამოუტანა ხალხმა. მისი ნარჩენები თავს რას შეაფარებენ, უმნიშვნელოა. დავით ბაქრაძეც შევარდა 2020 წლის პარლამენტში – და რა? ბოლოს როდის ნახეთ?“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: როგორც გავიგე მათი ორგანიზაციის მიზნებიდან, ამ ძვირფას “თამადა” კაცებს არ აკმაყოფილებთ კულტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და მეტიც, ქართული ეკლესიის მუშაობა, რადგან…

“ჯერ სამარეში არ გაციებულა დედა-შვილი, თქვენი შვილები უნდა ამღეროთ და ტაშ-ფანდურა გამართოთ? გორის მერს კოტე ბუზალაძეს სინდისი რომ ჰქონდეს, უნდა გადამდგარიყო, სწორედ მისი უთავბოლობით მოხდა ეს უბედურება!…”