სოხუმი აცხადებს, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აფხაზური მედიის ცნობით, აფაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში დააკავა თურქეთის მოქალაქე სერჯან ტოკაჩი, რომელიც ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, სერჯან ტოკაჩი თურქული ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის ლიდერია, რომელიც მოქმედებს როგორც თურქეთის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჯგუფის საქმიანობა მოიცავს შეკვეთილ მკვლელობებს, შანტაჟსა და ძალადობით გამოძალვას.
აფხაზური მხარის ცნობით, დაკავებული აფაზეთში უკანონოდ შევიდა მდინარე ენგურის გავლით, მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, რათა თავი დაეღწია სისხლისსამართლებრივ დევნას.
“სერჯან ტოკაჩი გადაყვანილია ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები”, – წერს აფხაზური მედია დე ფაქტო საგამოძიებო უწყებებზე დაყრდნობით.
აფხაზური მხარე 2025 წლის აგვისტოშიც აცხადებდა, რომ ორი თურქი ძებნილი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო