მედია: აკრძალავს თუ არა “ოცნება” გახარიას პარტიას? – რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

აკრძალავს თუ არა “ოცნება” გახარიას პარტიას? ამ კითხვით “პირველებმა” ივანიშვილის გუნდის წევრებს მიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შავ სიაში ის პარტიები და პოლიტიკოსები მოხვდებიან, რომლებიც წულუკიანის კომისიის დასკვნაში ფიგურირებენ. ს თქმით, ყველაფერი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ჩვენი სარჩელი ეყრდნობა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობას. 450 გვერდიანი დასკვნაა კომისიის. ყველას შეუძლია გეცნოს და ამოიკითხავს ამ დასკვნაში, ვინ არიან კანდიდატები, რომ აღმოჩნდნენ ჩვენს სარჩელში. დაგვიტოვეთ პატარა ექსკლუზივის უფლება, რომ სარჩელთან ერთად გავასაჯაროოთ, – ამბობს პაპუაშვილი.

კითხვას გადაჭრით არც პასუხობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ აკრძალვა შეეხება ყველას, ვისაც ნაციონალურ მოძრაობასთან ჰქონდა კავშირი.

ვინც კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან იყვნენ დაკავშირებული, რეჟიმი იყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიაში იქნებოდნენ განფენილი. ჩვენ ხომ ვნახეთ, გვარამიას პარტია იგივე ნაცმოძრაობაა, იგივე დანარჩენები, ჯაფარიძე გიჟი, ისიც ნაცმოძრაობაა. გაკეთდება პერსონალური სია. გახარიას პარტიაში თუ არიან ისეთი ადამიანები, ვინც რეჟიმს ქმნიდნენ აი, ამ 2003-დან 2012 წლამდე, ვიმსჯელებთ ამაზე.

პრეტენზიები მე ყოველთვის მაქვს გახარიასთან, იმიტომ, რომ მან გუნდს უღალატა, – ამბობს ზარქუა.

კი ამბობს, რომ სარჩელი მას არ დაუწერია და შესაბამისად, არც ის იცის, ვის შეეხება აკრძალვა.

მე არავის ვაუქმებ, სარჩელი მე არ დამიწერია, – ამბობს ქადაგიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ “ოცნების” პარლამენტმა პარტიების ამკრძალავ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი დაა დაამტკიცა.

მიღებული კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:

  • პარტიის შექმნა;
  •  პოლიტიკური პარტიის წევრობა;
  • პარტიის ორგანოს წევრობა;
  •  პარტიული თანამდებობის დაკავება;
  •  არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა [პასიური საარჩევნო უფლება];
  •  არჩეული ორგანოს წევრის/არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა;
  •  პოლიტიკური თანამდებობის დაკავება;
  •  კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა;

წყარო