დაკავებულია კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში ძაღლი დაჭრა

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულია კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში, წინასწარი ინფორმაციით – ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებასა და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში სასჯელის მაქსიმალური ზომა 2-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ძაღლს კისრის არეში სანადირო თოფიდან ესროლა. ძაღლს გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს.
მანამდე, 6 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში კაცმა ჯოხით სასტიკად სცემა საკუთარ ძაღლს. ცხოველი მოკვდა. ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, სოციალურ ქსელში, 8 იანვარს გავრცელდა.
დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება, ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ისჯება პატიმრობით – ერთიდან ოთხ წლამდე.
ცხოველთა დამცველებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი ნაწილი თვლის, რომ საქართველოში დასრულდა დრო, როდესაც ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა არ ისჯებოდა; ხოლო მეორე ნაწილი ასეთ ოპტიმიზმს ამ ეტაპზე არ იზიარებს. როგორც ისინი აცხადებენ, ოპტიმიზმის საფუძველი მაშინ გაჩნდება, თუკი ცხოველებზე მოძალადეების წინააღმდეგ სასამართლო საბოლოო საპატიმრო განაჩენს გამოიტანს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან