[VIDEO] “რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!” – “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში გიორგი მამარდაშვილის “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” 1:2 დამარცხდა. ეს ყველა ტურნირის ეგიდით “მერსისაიდელთა” მიერ ზედიზედ მე-4 მარცხი გახლდათ.
ამ ყოველივემ ინგლისური გრანდის ყოფილი უკანახაზელის ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ძმა მარსელი ძალიან გააბრაზა და მან სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა.
მან თქვა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და თუ ახლა გაბრაზებული არ ხარ, ესე იგი, ამ კლუბზე არ ზრუნავ.
“რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ჩემპიონოისთვის ვიბრძოდით, რის შემდეგაც ზედიზედ 4 მარცხამდე მივედით. მსგავსი რამ ბოლო 38 წლის განმავლობაში არ მომხდარა! 38 წელიწადი და ახლა ყველაფერი “მანჩესტერ იუნაიტედთან” წაგებამ დააგვირგვინა.
რა დაემართა ჩვენს გუნდს? ასე ვერ გაგრძელება, ასე აღარ შეიძლება! ეს სასაცილო აღარ არის. თუ გაბრაზებული არ ხარ, ესე იგი, ამ კლუბზე არ ზრუნავ”, – თქვა არნოლდმა.
შეხსენებისთვის, ლივერპულს” ყველა ტურნირზე ზედიზედ 4 მარცხი მოუგროვდა და პრემიერ ლიგაში ლიდერ “არსენალს” უკვე 4 ქულით ჩამორჩება.
[VIDEO] “რეალმა” არნოლდი წარადგინა – ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ტრენტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე უკვე “რეალთან” ერთად? – მადრიდელებს ფეხბურთელის უფრო ადრე ხილვა სურთ
“აი, ამიტომ წავიდა არნოლდი “ლივერპულიდან” – კლოდ მაკელელე
გადაწყდა – ალექსანდერ-არნოლდი კარიერას “რეალში” განაგრძობს
ყველაფერი შეთანხმდა – ალექსანდერ-არნოლდი კარიერას “რეალში” განაგრძობს
სამი სამიზნე – “რეალი” ზაფხულში ამ ფეხბურთელების დამატებას შეეცდება
