მარტა კოსი: საქართველოს მთავრობა არ უსმენს თავის ხალხს, არ სურს ევროპული გზით სიარული. ვგმობთ ცრუ დეზინფორმაციულ ნარატივებს და ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, მათ წარმომადგენლებსა და EU-ის წევრ სახელმწიფოებზე

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა იმართება.
შეხვედრაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თქვა:
„საქართველოს მთავრობა არ უსმენს თავის ხალხს, არ სურს ევროპული გზით სიარული. ვგმობთ ცრუ დეზინფორმაციულ ნარატივებს და ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, მათ წარმომადგენლებსა და EU-ის წევრ სახელმწიფოებზე”
განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს, საქართველოს მოსახლეობამ ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა, ასევე გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა – მათ მთავრობას.
როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს თავის ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული.
ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებულები არიან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმას კი ახშობენ.
ამავე დროს ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლებაში მყოფი პირები უწყობენ ხელს.
ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე.
ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი”.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა – თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე