ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ბოროტების მოტანა – უნდა ვიბრძოლოთ და ვიზრუნოთ ჩვენს თავდაცვაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მას მიაწოდა ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც ქვეყნის შიგნით მტრობას შეგნებულად აჩაღებს.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მომახსენა კოლაბორანტებთან დაპირისპირების შესახებ და უკრაინელების მათგან დაცვის შესახებ, ვინც მიზანმიმართულად აჩაღებს მტრობას ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, შეხვედრა გამართა ასევე თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, სადაც ადამიანების დაცვის უზრუნველსაყოფად უკრაინის შეტევითი ოპერაციების ჩატარების უნარი და უკრაინის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
„ყველას უნდა გვახსოვდეს : რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ბოროტების მოტანა. ვერავინ შეძლებს თვალის დახუჭვას. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თავდაცვაზე, როგორც უმთავრეს პრიორიტეტზე და ჩვენს სახელმწიფოს ყოველდღე მეტი ძალა უნდა მივცეთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება

მამუკა მდინარაძე – შურთ უკრაინის და საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან – თუ დავუჯერებთ, გვარამია მართალი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია