ლიეტუვის საგარეო უწყება – სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს გერმანელ კოლეგებს და ელჩ პეტერ ფიშერს

კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს გერმანელ კოლეგებს და ელჩ პეტერ ფიშერს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
უწყების განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ელჩის მიმართ წაყენებული უსაფუძვლო ბრალდებები, აგრესიული რიტორიკა და თავდასხმები სრულიად მიუღებელია
„„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები, აგრესიული რიტორიკა და თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ასეთი თავდასხმები მხოლოდ აღრმავებს საქართველოს თვითიზოლაციას“, – აცხადებენ ლიეტუვის საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა – ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები – პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს