ისრაელის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი განახლდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელმა „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზაზე საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელა.
-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ ძალაშია. ტრამპის თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები თვლიან, რომ „ჰამასის“ ხელმძღვანელობა, შესაძლოა, არ იყოს ჩართული დარღვევებში.
„უნდა ვნახოთ, რა ხდება. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ „ჰამასთან“ ყველაფერი ძალიან მშვიდობიანი იქნება. საკმაოდ ხმაურიანები იყვნენ, სროლა ჰქონდათ და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ხელმძღვანელობა არ იყოს ჩართული. იცით, არის რამდენიმე მეამბოხე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე სათანადოდ მოგვარდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზაში „ჰამასის“ სამიზნეები დაბომბეს, მათ შორის საველე მეთაურები, შეიარაღებული პირები, გვირაბი და იარაღის საწყობები, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების მებრძოლებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს და ისრაელელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მათგანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ს საპასუხო საჰაერო დარტყმების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.