ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში 68,96 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში კი 137.56 ქულა მიიღო. ორივე პროგრამის მიხედვით სულ გუბანოვამ 206.52 ქულა მოაგროვა და ასპარეზობა მეორე საპრიზო ადგილზე დაასრულა.
მამაკაცებს შორის ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ორი პროგრამის ჯამში, 233,16 ქულით, 25 ქვეყნის 32 სპორტსმენს შორის, მე- 7 პოზიციაზე აღმოჩნდა, რითაც წინა წლის ევროპის ჩემპიონატის შედეგი გაიმეორე და საქართველოს 2 საგზური მოუტანა მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად.
ასევე 2 საგზური მოუპოვა საქართველოს მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა, რომელმაც, 33 მონაწილე წყვილს შორის, 189,46 ქულით მე- 8 ადგილი დაიკავა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი ვერცხლის მედალი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მოუტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს