დიდი იმედი მაქვს, რომ გერმანია ობიექტურად გამოიძიებს ყველა ამ გარემოებას და შესაბამისი სამართლიანი პოზიცია ექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით
ძალიან დიდი ალბათობით, ეს უკავშირდება იმ კითხვებს, რომლებიც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ დასვა ხელისუფლების მიმართ და ასევე ევროპარლამენტარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა პეტერ ფიშერის გაწვევაზე საუბრისას.
მისვე თმით, ძალიან ბევრი კითხვა ისმება ამ დიპლომატის საქართველოში მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
„ისმება კითხვები თუ, რამდენად არღვევს ვენის კონვენციას და საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გერმანია ობიექტურად გამოიძიებს ყველა ამ გარემოებას და შესაბამისი სამართლიანი პოზიცია ექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ქვეყნის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა. ინფორმაცია უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
