– უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმები რუსეთს რეალობაში აბრუნებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობები იზრდება, როგორც რუსეთში სამხედრო და სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების დიაპაზონის, ასევე სიზუსტის თვალსაზრისით.
მისი თქმით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანება თითქმის ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ფიქსირდება, რაც, „რუსეთის რეალობაში დაბრუნებას უწყობს ხელს“.
„რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი შორი მანძილის სანქციების როგორც დიაპაზონი, ასევე სიზუსტე გაიზარდა. ფაქტობრივად, ყოველ ერთ ან ორ დღეში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ურტყამენ. ეს კი რუსეთის რეალობაში დაბრუნებაზე მუშაობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი