სასამართლომ აქტივისტი თორნიკე თხილავა გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ დაკავებული აქტივისტი თორნიკე თხილავა სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.
აქტივისტი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით, დილიდან რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია და ‘“ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.