საცხოვრებლად მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების რეიტინგი განახლდა – EIU-ის კვლევა

საცხოვრებლად მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების რეიტინგი განახლდა – EIU-ის კვლევა
Economist Intelligence Unit-მა (EIU) მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები Global Liveability Index-ით გამოავლინა.
რეიტინგის სათავეში კოპენჰაგენი () აღმოჩნდა, რომელმაც მაქსიმალური ქულები სამ კატეგორიაში მიიღო, როგორიც სტაბილურობა, განათლება და ინფრასტრუქტურაა.მან ვენას გადაუსწრო, რომელმაც 97.1 ქულა დააგროვა და 2022 წლიდან მუდმივად პირველ ადგილს ინარჩუნებდა.
მსოფლიოში საცხოვრებლად 10 საუკეთესო ქალაქია:
· კოპენჰაგენი, დანია
· ვენა, ავსტრია
· ციურიხი, შვეიცარია
· მელბურნი, ავსტრალია
· ჟენევა, შვეიცარია
· სიდნეი, ავსტრალია
· ოსაკა, იაპონია
· ოკლენდი, ახალი ზელანდია
· ადელაიდა, ავსტრალია
· ვანკუვერი, კანადა
საუკეთესო ქალაქების სია Global Liveability Index-ით Express-მა გაავრცელა.
კვლევა მსოფლიოს 173-მდე ქალაქს ისეთი ძირითადი ინდიკატორებით აფასებს, როგორიც სტაბილურობა, , კულტურა, გარემო, განათლება და ინფრასტრუქტურაა. ამ კატეგორიების საფუძველზე თითოეული ქალაქი საბოლოოდ 100-ქულიანი შკალით ფასდება. პირველ ადგილზე გასულმა ქალაქმა, დანიამ, 98 ქულა დააგროვა.
EIU-ის შეფასებით, ზოგადად, რეიტინგში ცვლილებები გლობალური სტაბილურობის შემცირებამ განაპირობა, რაც ტერორისტული საფრთხეების ზრდით, სამოქალაქო არეულობით, საბინაო კრიზისითა და სხვა გეოპოლიტიკური დაძაბულობით არის გამოწვეული.