ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, „ჰამასის“ მიერ თავდაცვის ძალების ჯარებზე დღეს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურებს მოუწოდა, „მტკიცე ზომები მიიღონ ღაზას სექტორში ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ“, – ინფორმაციას The Times of Israel-ი პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ ეს ბრძანება თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან და „შინ ბეტისა“ და „მოსადის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს გასცა.
ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ ღაზას სექტორის სამხრეთით, რაფაჰის რაიონში მოქმედი ისრაელის ძალების წინააღმდეგ სნაიპერული ცეცხლი და ჭურვები გამოიყენა, საპასუხოდ კი ისრაელმა ტერორისტულ სამიზნეებზე არაერთი საჰაერო დარტყმა განახორციელა.
