მიუხედავად იმისა, რომ არც ქართველ სპორტსმენს, ილია თოფურიას და არც მის მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ საჯაროდ არ უსაუბრიათ, უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც ქართული და ესპანური მედია ამ თემაზე აქტიურად წერს. სოციალურ ქსელებში ორივე მათგანს წაშლილი აქვს ოჯახური კადრები, გარდა ამისა, ჯორჯინა უზკატეგუიმ “ინსტაგრამზე” ილია თოფურიას გამოწერაც გააუქმა.
ამ ყველაფრის შემდეგ ილია საქართველოში ჩამოვიდა, ჯორჯინა კი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გააქტიურდა – ის ოჯახთან ერთადაა და ფოტოებსა და ვიდეოებს ყოველდღიურად აქვეყნებს.
ამჯერად ჯორჯინა უზკატეგუი ახალ კადრებს გვიზიარებს: “დაბრუნება არსთან” – წერს ის და იხსენებს დროს, როცა ცხენზე ჯირითობდა. ჯორჯინამ ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოაქვეყნა: “ჩემი მზის სხივი კვირა დღეს”, – წერს ის.
ილია თოფურია ესპანური გადაცემისა თუ პოდკასტების ხშირი სტუმარია. ილიას უყვარს საკუთარი გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისთვის, მოტივაციის მიცემა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, თუმცა პირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს საუბრობს.
როგორც ცნობილია, ილია თოფურია ოფიციალურად დაქორწინებული არასდროს ყოფილა, თუმცა მას წარსულში სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა მისი შვილის, ჰუგოს დედასთან. ამ ურთიერთობის შესახებ ილიას საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა ჰუგოს შესახებ ხშირად წერს.
ინსტაგრამზე, სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებდა სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს. მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ – ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია “Future and Energy” დააარსა.
ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის ერთი წლის წინ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს. წყვილი პატარა ჯორჯინასა და ჰუგოს ერთად ზრდიდა. ოჯახის, ოჯახური ცხოვრებისა და დედობის შესახებ კი ჯორჯინა საკუთარ გვერდზე ხშირად წერდა.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგუიმ სოციალურ ქსელებში საერთო ფოტოები წაშალეს. ამასთან, მათ ერთმანეთის გამოწერაც გააუქმეს. ესპანური მედია, მაგალითად, elperiodico.com, diariosur.es აქვეყნებენ სტატიებს, სადაც მათი დაშორების შესახებ წერენ. წყვილს ურთიერთობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
ილია თოფურიას მეორე საჯარო ურთიერთობა ჯორჯინა უზკატეგუისთან ჰქონდა. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, “Future and Energy” ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე.
