ჯო ბაიდენი – სი ძინპინი დიქტატორია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი დიქტატორია.
ჩინელ კოლეგასთან გამართული სამიტის შემდეგ, -ის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, თვლის თუ არა ის, რომ სინ ძინპინი დიქტატორია, რაზედაც ჯო ბაიდენმა უპასუხა :
”არის. ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას”, – განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ჩინეთის მთავრობა სრულიად განსხვავდება აშშ-ის მთავრობისგან.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში ჯო ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა, როდესაც ის აშშ-ის მიერ ჩინური სათვალთვალო ბუშტის ჩამოგდებაზე ჩინეთის ლიდერის რეაქციაზე საუბრობდა. ს ამ განცხადებამ ჩინეთის ხელისუფლებისგან მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30% იყო ეს მაჩვენებელი 2012 წელს, 2023 წლის მონაცემებით, სიღარიბე უკვე შემცირდა 11.8%-მდე – ჩვენი ამოცანაა, 2028 წელს სიღარიბე ჩამოსცდეს 4%-ს

ირაკლი კობახიძე – ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლო წლებში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 საწარმო გაფართოვდა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი ლარი ჩაიდება ბიუჯეტში ბიზნესის მხარდაჭერისთვის