ელჩი პეტერ ფიშერი გერმანიის მთავრობამ საკონსულტაციოდ გაიწვია „ოცნების“ მხრიდან თავდასხმების გამო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დროებით გაწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირზე, გერმანიაზე და პერსონალურად ელჩზე მიმართული თავდასხმების გამო, რაც მრავალი თვეა გრძელდება.
Seit vielen Monaten hetzt die georgische Führung gegen EU, 🇩🇪 & auch den deutschen Botschafter persönlich. @AussenMinDE hat daher entschieden, Bo. Fischer zu Konsultationen zurückzurufen, um über das weitere Vorgehen zu beraten. Morgen befasst sich der EU-Außenrat mit #Georgien. — Auswärtiges Amt (@AuswaertigesAmt) October 19, 2025
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე წერს, რომ ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯელებს.
გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს, რომ „ქართული ოცნება“ სკენ არის გადახრილი და მუდმივად თავს ესხმის ევროკავშირს. კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერიც. ელჩის გაწვევა კი გერმანიის საგარეო უწყების პასუხია საქართველოს მთავრობის მიმართ.
„ელჩის გაწვევა კულმინაციური წერტილი განგრძობითად მიმდინარე ესკალაციისა საქართველოს პრორურ მინისტრ ირაკლი სა და ელჩ ფიშერს შორის. სექტემბერში, კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს და საჯაროდ ახსენეს ფიშერის ქვეყნიდან გაძევების საკითხი“, — წერს გერმანული გამოცემა.
„შპიგელი“ მიუთითებს, რომ ამას წინ უძღოდა გერმანიის ელჩის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა „ოცნების“ ავტორიტარული მმართველობის მისამართით და რომ მას პრობლემები ექმნებოდა „ოცნების“ მოწინააღმდეგეების სასამართლო პროცესებზე დასწრების გამოც. დღეებით ადრე კი საქართველოს მთავრობამ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი დააჯარიმა რუსთაველზე უწყვეტად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისვლის და სოლიდარობის გამოხატვის გამო.
„ქართული ოცნება“ გერმანიის ელჩს და სხვა ევროპელ დიპლომატებს დიდი ხანია ვენის კონვენციის დარღვევაში, შიდა საქმეებში ჩარევასა და „რადიკალების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებს. „რადიკალებს“ ივანიშვილის პარტია უწოდებს ოპოზიციურ ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებენ. სექტემბერში ელჩი ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს. რის შემდეგაც, უკვე ოქტომბრის დასაწყისში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იხმო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
“ჩვენ მას გადავეცით მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა არის მიუღებელი და უნდა შეჩერდეს”, – განაცხადა მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.