26,5-ჯერ ნაკლები ხელფასი – “იუვენტუსში” გადასვლის შემთხვევაში, ჰენდერსონის გასამრჯელო მნიშვნელოვნად შემცირდება

La Gazzetta dello Sport წერს, რომ “იუვენტუსი” მზადაა, “ალ-იტიფაქიდან” ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი იჯარით აიყვანოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ინგლისელს ხელფასი გვარიანად შეუმცირდება.
33 წლის ნახევარმცველი ამჟამად სეზონში 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუ ის “ვეკია სინიორას” მიაშურებს, გასამრჯელოს 26,5-ჯერ, ანუ 1,5 მილიონ ევრომდე შეუმცირდება.
ტურინელებს ასევე სურთ, რომ კონტრაქტში შეიტანონ პუნქტი, რომელიც 2024 წელს ჰენდერსონსა და “ალ-იტიფაქს” შორის კონტრაქტის ვადამდე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში