კოტ-დ’ივუარში მოქმედი არაკომერციული ორგანიზაცია „თემის განვითარებისა და ტყის კონსერვაციის ინიციატივების ასოციაციის“ (IDEF) გამოძიებით დადგინდა, რომ კაკაოს მოსაყვანად, ტყეების მასობრივი ჩეხის შემთხვევები ლიბერიაშიც ფიქსირდება.
ცნობილია, რომ ფერმერები კაკაოს ხეების დარგვის მიზნით, ხშირად, არსებულ ტროპიკულ ტყეებს ჩეხენ, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ეკოსისტემას.
აღსანიშნავია, რომ კაკაოს მარცვლების მსოფლიოში უდიდესი ექსპორტიორი კოტ-დ’იუვარია. ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა: სახეზეა მასობრივი დეფორესტიზაცია ქიმიური სასუქების გამო, დეგრადირებულია ნიადაგი, მწარმოებლებს მოსავლის მისაღებად ახალი ტერიტორიების მოძიება უწევთ. კაკაოს პლანტაციების გასაშენებლად ფერმერებმა შეარჩიეს ლიბერიის რესპუბლიკა და დაიწყეს ტყის ჩეხა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ეს კანონით აკრძალულია.
IDEF-ის ანგარიშის მიხედვიტ, მხოლოდ გრანდ გედეს რეგიონში, 2020 წლიდან, თითქმის 500 000 ჰექტარი ტყე გაიჩეხა და კაკაოს პლანტაციები გაშენდა. აქ დასაქმებული ადამიანები ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლიცაა. კაკაოს წარმოებაში ჩართული მუშებში ხშირია ადამიანებით ვაჭრობა, ექსპლუატაციისა და ბავშვთა შრომის მზარდ ტენდენცია.
სხვათა შორის, ევროკავშირმა, რომელიც კაკაოს უმსხვილესი იმპორტიორი და შოკოლადის მთავარი მწარმოებელია, ჯერ კიდევ 2023 წელს დეფორესტიზაციის რეგულაცია შეიმუშავა, რომელიც ბლოკის მასშტაბით ისეთი პროდუქტების რეალიზაციას კრძალავს, რომლებიც ტყეების ჩეხას უწყობს ხელს. ასეთია: კაკაო, ყავა, პალმის ზეთი, საქონლის ხორცი და სხვა პროდუქტები.
ამ რეგულაციის ძალაში შესვლა 2026 წლის დეკემბრამდე გადაიდო,არადა, მასზე იყო დამოკიდებული აფრიკის კაკაოს მწარმოებელ რეგიონებში დეფორესტიზაციის შემცირება.
