WP: პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინას დონეცკის ოლქის დათმობა მოსთხოვა

-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ომის დასრულების პირობად კიევისგან მოითხოვა დონეცკის ოლქზე კონტროლის სრულად დათმობა. ამის შესახებ The Washington Post-ი ორ მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

გაზეთის წყაროების ცნობით, პუტინმა ასევე განაცხადა მზადყოფნა, დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის
სანაცვლოდ დაეთმო ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილები. WP-ი აღნიშნავს, რომ მოსკოვის ტერიტორიული მოთხოვნები ოდნავ ნაკლებად მასშტაბურია ამჯერად, აგვისტოში ანკორიჯის მოლაპარაკებების დროს წამოყენებულ პრეტენზიებთან შედარებით. წყაროების ცნობით, თეთრი სახლის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეს წინსვლად შეაფასა.

გაზეთის წყაროები ასევე იუწყებიან, რომ პარასკევს შეხვედრის დროს -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა დონეცკის ოლქის რუსეთისთვის კონტროლის გადაცემასთან დაკავშირებით უკრაინის დელეგაციაზე „ზეწოლა“ მოახდინა.

პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი 16 ოქტომბერს შედგა. WP-ის კომენტარის თხოვნას არც თეთრმა სახლმა და არც კრემლმა არ უპასუხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან