„პრეზიდენტ ტრამპს არც “არა” უთქვამს და არც თანხმობა ტომაჰავკებზე“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს, ტრამპს არ უთქვამს უარი უკრაინისთვის Tomahawk-ების ( სახმელეთო შეტევის, შორი მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტა) უკრაინისთვის მიწოდებაზე, თუმცა ამ ეტაპზე მას არც მკაფიო თანხმობა განუცხადებია.
„კარგია, რომ მას არ უთქვამს “არა”, მაგრამ ჯერჯერობით არც „კი“ უთქვამს’- ამბობს ზელენსკი.
NBC News-ის ეთერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპმა 17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მას უთხრა, რომ აშშ-ს არ აქვს საკმარისი რაოდენობის Tomahawk-ები.
„ამ დეტალებს ვერ გაგიზიარებთ, ბოდიშს გიხდით, თუმცა , ამ დიალოგის გაგრძელების იმედი მაქვს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის სიტყვებით, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ საჭიროა შორი მოქმედების რაკეტები. ის ამბობს, რომ მხოლოდ უკრაინული წარმოების დრონები საკმარისი არ არის, მით უმეტეს, რომ დღეს იყენებს როგორც როგორც რუსულ, ირანულ და ასევე ჩრდილოკორეული წარმოების რაკეტებს.
17 ოქტომბერს გამართული შეხვედრა ტრამპსა და ზელენსკის შორის რიგით მეოთხე შეხვედრაა, რომლის ფარგლებშიც ში რუსეთის ომის მოგვარებას ცდილობენ. ტრამპი ხუთშაბათს ტელეფონით ელაპარაკა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს და თქვა, რომ დაახლოებით ორ კვირაში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მასთან შეხვედრას გეგმავს.