ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს, შეფასებისგან თავს შეიკავებს და ევროკავშირის საელჩოს პოზიციას დაელოდება.
,,ხელისუფლება “მოღალატეა”, “რუსის სტავლენიკი”, “სიმსივნე” – ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა.
შეფასებისგან, დღეს, თავს შევიკავებ. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ევროკავშირის საელჩოს მისი ფულით სიძულვილის გაღვივებაზე,”- წერს პაპუაშვილი.
