მსოფლიოს უდიდეს ქარის გენერატორს გერმანია ააშენებს – ევროკავშირის ელექტროენერგიის 40%-ზე მეტი განახლებად წყაროებზე მოდის

მსოფლიოს უდიდეს ქარის გენერატორს გერმანია ააშენებს – ევროკავშირის ელექტროენერგიის 40%-ზე მეტი განახლებად წყაროებზე მოდის
გერმანიაში დაიწყო მსოფლიოს უდიდესი ქარის გენერატორის მშენებლობა, რომლის სიმაღლეც 365 მეტრია – ეს ეიფელის კოშკზე უფრო მაღალია. ჩვეულებრივი ქარის ტურბინების სიმაღლე, როგორც წესი, 150–200 მეტრია – ამის შესახებ „ევროპულსი“ იუწყება.
გიგანტური ქარის ტურბინის ფუძე ფორმით ეიფელის კოშკს დაემსგავსება — ფართო ლითონის კონსტრუქცია ექნება. მომავალში სხვადასხვა სიმაღლის ქარის ტურბინები შეძლებენ ქარის ენერგიის გამოყენებას სხვადასხვა დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის წარმოებისთვის ბევრად ნაკლები სივრცე იქნება საჭირო და იმავე ფართობზე რამდენიმეჯერ მეტი ენერგიის წარმოება გახდება შესაძლებელი.
365-მეტრიან სიმაღლეზე ქარი ბევრად უფრო სტაბილურია, ამიტომ ეს გენერატორი ორჯერ მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ჩვეულებრივი ტურბინა.
მშენებლობისთვის 300 მეტრის სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილების მქონე მუშები ალპინისტური აღჭურვილობით გერმანიაში არ აღმოჩნდნენ, რის გამოც ამ პროექტზე სამუშაოდ თურქი სპეციალუისტები მიიწვიეს.
შეგახსენებთ, 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ელექტროენერგიის 40%-ზე მეტი განახლებადი წყაროებიდან მიიღეს.