სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლის და საველე გასასვლელების მოწყობას.
პროექტის ფარგლებში, პირველ 6 კილომეტრზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენის დაგება, ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მონტაჟი, მიმდინარეობს საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული მონაკვეთის გახსნა ავტოტრანსპორტისთვის მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად არის გაყოფილი, საიდანაც მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე ექსპლუატაციაშია შესული.
ახალი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია და მთლიანობაში 52 კილომეტრს მოიცავს – ზესტაფონ-ქუთაისის შემოვლით იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება. მშენებლობა ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, საერთო ღირებულება 324.6 მილიონ ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა