ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ სარჩელს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში შეიტანენ

სარჩელი [ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ] საკონსტიტუციო სასამართლოში ალბათ, 1 კვირაში შევა – ოპოზიციური პარტიები სად იყვნენ, როდესაც ქვეყანაში არჩევნებზე უარს ამბობდნენ, გადატრიალებას გადატრიალებაზე აანონსებდნენ, ეს არის ფაქტები, რითაც მოქმედებდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის ინტერესების, კონსტიტუციის შელახვითა და საწინააღმდეგოდ, ბუნებრივია დგება ასეთი ტიპის პოლიტიკოსებსა, თუ პოლიტიკურ პარტიებზე ყოფნა-არყოფნის საკითხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა თვითონ აირჩიეს რევოლუციის და დამხობის პოლიტიკა, ამიტომ მათ დიქტატურაზე არ უნდა ისაუბრონ.
„სარჩელი, ალბათ, დაახლოებით 1 კვირის ვადაში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. შემდეგ უკვე, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის გადაწყვეტილების საგანი იქნება, რა ვერდიქტს გამოიტანს. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების განცხადებებს დიქტატურასთან დაკავშირებით, ერთი რამ გაითვალისწინონ მათ – თვითონ თქვეს უარი საქართველოში დემოკრატიულ კონსტიტუციურ პროცესში მონაწილეობაზე. თვითონ აირჩიეს რევოლუციის, დამხობის, კონსტიტუციის ფეხქვეშ დამხობისა და ქვეყნის ამოტრიალების პოლიტიკა, ამიტომ აქ დიქტატურაზე კი არ უნდა ილაპარაკონ, უნდა აილაპარაკონ იმაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონი ასეთი ქმედებების ჩამდენ პარტიებზე მოქმედებს იმაზე უფრო მკაცრად, ვიდრე ჩვენ ვმოქმედებთ. ეს არის პასუხი მათ ამ განცხადებაზე. სად იყვნენ, როდესაც ქვეყანაში არჩევნებზე უარს ამბობდნენ, ს შედეგებს უგულებელყოფდნენ, როდესაც ქვეყანაში გადატრიალებას გადატრიალებაზე აანონსებდნენ და მოქმედებენ, როდესაც ქვეყანას ათასგვარ ბრალს უყენებდნენ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ეს არის ფაქტები, რითაც მოქმედებდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის ინტერესების, კონსტიტუციის შელახვითა და საწინააღმდეგოდ. ბუნებრივია, ასეთი ტიპის პოლიტიკოსებსა, თუ პოლიტიკურ პარტიებზე დგება მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი, მაგრამ ამას წყვეტს არა რომელიმე პარტია, არამედ ამას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენი სარჩელის საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.