“უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ბოლო დარტყმების 99%, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე – შესრულებულია ადგილობრივი წარმოების სისტემებით,” – ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
“უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ფედერაციაზე იმაზე გაცილებით დიდი შედეგი გამოიღო, ვიდრე დასავლურმა ეკონომიკურმა სანქციებმა.ჩვენ პირდაპირი მოქმედებით რუსეთის ფედერაციის შემოსავლებს ბევრად უფრო დიდი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე ყველა იმ ეკონომიკურმა ბერკეტმა, რაც ამ დრომდე დაწესებული იყო. ეს უსიამოვნო სიმართლეა, რადგან გვაძლევს შემდეგ დასკვნას, რომ სასანქციო ზეწოლა აშკარად არასაკმარისია. და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ამას არ ექნება ისეთი გავლენა, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეცვალოს რუსეთის ფედერაციის მსოფლმხედველობა, მაგრამ ჩვენს ქმედებებთან კომბინაციაში ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს”,” – ამბობს ბუდანოვი.
მისივე თქმით, უკრაინულმა სამხედრო წარმოებამ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, ძალები და რესურსები ეროვნული ხედვით გამოიყენონ.
“იმ დროს, როცა ეს ყველაფერი იწყებოდა [საჰაერო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე] და ამბობდნენ, რომ თითქოს ერთი ხელი შეგვიკრეს და ისე ვიბრძოდით, ვეთანხმები თქვენს ინტერპრეტაციას – ეს მართლაც სწორად ასე ასახავს მაშინდელ რეალობას, მაგრამ ახლა უკვე გვაქვს ჩვენი საკუთარი წარმოება. დიახ, უფრო მეტიც გვინდა – ყოველთვის მეტი გვინდა. სწორედ ამ ადგილობრივმა წარმოებამ მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენი ძალები და რესურსები ჩვენი ხედვით გამოვიყენოთ. საბოლოოდ კი, ეს შედეგს იძლევა.” – ამბობს კირილ ბუდანოვი.
