„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 75 წლის ელიაჰუ მარგალიტის ცხედარი „ჰამასმა“ ღაზაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გვიან ღამით გადასცა, რომელიც შემდეგ ისრაელში გადაასვენეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში 18 მძევლის ცხედარი რჩება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა „ჰამასს“ მოუწოდა, რომ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირობები დაიცვას.
„ჰამასი ვალდებულია, რომ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები შეასრულოს და დარჩენილი მძევლების ცხედრები გადმოგვცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
